პროექტის შესახებ
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ეს პროექტი მიზნად ისახავს კომპარატივისტული ნარატოლოგია აღჭურვოს ინსტრუმენტით, რომელიც ამ დარგის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს ჩაერთონ ხალხური პროზის კომპარატივისტული ანალიზის გლობალურ და პერმანენტულ პროცესში საერთო მეთოდოლოგიისა და კვლევის ერთიანი სტანდარტის გამოყენებით. აღნიშნულ ინსტრუმენტს საფუძვლად უდევს ხალხური პროზის კომპარატივისტული ანალიზის ისტორიულ-გეოგრაფიული მეთოდი იმ მნიშვნელოვანი ცვლილებით, რომ იგი პროზაული ტიპების ფიქსირებული რეგისტრის ნაცვლად მეცნიერს სთავაზობს მოქნილ და დიანამიურ მონაცემთა სისტემას. მონაცემთა აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა განხორციელებულ იქნას ხალხური პროზის საარქივო ნიმუშების საერთაშორისო მასშტაბით სისტემატიზაცია. პრობლემის გაწყვეტა წარმოდგენილია ქსელური პროდუქტის 'ხალხური პროზის კომპარატივისტული ანალიზის ელექტრონილი პლატფორმა' სახით (მოკლედ პლატფორმა). პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია განვახორციელოთ ხალხური პროზის ნიმუშების სისტემატიზაციის მეთოდის საერთაშორისო დონეზე სტანდარტიზაცია და უზრუნველვყოთ აღწერილ მონაცემებს შორის თავსებადობა. პლატფორმა საშუალებას იძვევა:
|
სპონსორიშოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი განმახორციელებელი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის არქივი
აღნიშნული პროექტი (# B-23-10) განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. წინამდებარე პუბლიკაციაში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ასახავდეს ფონდის შეხედულებებს.
www.rustaveli.org.ge |