პლატფორმა წარმოადგენს მონაცემთა ელექტრონულ ბაზას რეგისტრირებული და გარე მომხმარებლებისათვის. სისტემა აღჭურვილია ა) მონაცემთა შეტანისა და ბ) დამუშავებული მონაცემებით სარგებლობის ფუნქცით.
დამუშავებული მონაცემებით სარგებლობა შეუძლია გარე მომხმარებელსაც, რაც შეეხება სისტემაში მონაცემთა შეტანასა და მათ დამუშავებას, იგი მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლისთვისაა ხელმისაწვდომი. განსხვავებულია გარე და რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის გამოსაყენებელი პროგრამის დიზაინიც.
პლატფორმა, როგორც ქსელური პროგრამა, შედგება ოთხი ფუნქციონალური ჩარჩოსაგან:
საძიებო მანქანა (a)
კვანტიტატურ მონაცემთა ცხრილი (b)
ATU ტიპის შემადგენელ მოტივთა ცხრილი (c)
მონაცემები ტექსტებზე (d)
ტაბ. 1. პლატფორმა მუშაობის პროცესში
საძიებო მანქანა (a)
შედგება შემდეგი საძიებო ველებისგან:
მომხმარებელთა ჯგუფი. ველი საშუალებას გვაძლევს გავფილტროთ მონაცემები პროექტში მონაწილე ცალკეული ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს მიხედვით. თითოეული პრივილეგირებული (რეგისტრირებული) მომხმარებელი არის რომელიმე ჯგუფის წევრი, ან ჯგუფის სტატუსით დარეგისტრირებული მომხმარებელი. პრივილეგირებულ მომხმარებლს, რეგისტრაციის აღნიშნული წესის შესაბამისად, შესაძლებლობა ეძლევა ცვლილებები შეიტანოს მხოლოდ თავისი ჯგუფის მასალაში, რაც შეეხება სხვა ჯგუფების მასალებს, მისი გამოყენება შეუძლია მხოლოდ დათვალიერების რეჟიმში. ამგვარად აღნიშნული ველის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ისიცაა, რომ გამორიცხოს ჯგუფის სამუშაო სივრცეში გარედან ჩარევის საფრთხე.
რეპერტუარის წარმომავლობა. ეს ველი შესაძლებლობას გვაძლევს გავფილტროთ მასალა, მისი ეთნიკური წარმომავლობის შესაბამისად.
ATU - ტიპის ინდექსი. ველი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მონაცემები ATU თითოეული ტიპის შესახებ. ეს მონაცემები ითვალისწინებს ტიპის რეალიზაციის თითოეული ფორმის (ვარიანტის) სხვა ვარიანტებთან მიმართებაში აღწერას. ტიპის აღწერილობა წარმოადგენს ყველა იმ ძირითადი ეპიზოდის თანმიმდევრობას, რომელიც აგებს განსახილველი ტიპის შინაარსს დასაწყისიდან დასასრულამდე. თითოეული ეპიზოდის ვარიანტები დაჯგუფებულია ერთად, რაც ქმნის. ეპიზოდებს გვერდით მიწერილი აქვს მათი გამოყენების სიხშირის მაჩვენებელი. ამ მაჩვენებლებზე დაყრდნობით შესაძლებლობა გვეძლევა განვსაზღვროთ ტიპის ინვარიანტი, როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ თუ სხვა უფრო მაღალ დონეზე. ტიპების ინდექსირებისას გამოყენებულია საერთაშორისო სიუჟეტთა კატალოგის შემდეგი გამოცენა: The
Types of International Folktales. A Classifikation and Bibliography.
Based on the System of Antti Aarne and Stith Thopson. By Hans-Jörg
Uther. Helsinki 2004
ტექსტის საიდენტიფიკაციო ნომერი. ნებისმიერ ჩანაწერს ბაზაში
მიკუთვნებული აქვს უნიკალური ნომერი. აღნიშნულ ველში საძიებელი ტექსტის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით შესაძლებელია მოცემულ ტექსტის მოტივთა მთლიანი შემადგენლობის გაცნობა. ველის ქვემოთ უჯრაში კავის გააქტიურების შემთხვევაში მოტივთა ცხრილში (c) გამოჩნდება მოცემულ ტექსტში რეალიზებული ყველა ტიპის მთლიანი აღწერილობა. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია ახალი ტექსტის მოტივთა შედგენილობის აღწერისას.
შიფრი. შეესაბამება ტექსტის საარქივო კოდს.
საძიებელი სიტყვა. ველი შესაძლებელს ხდის ძიებას მოტივთა აღწერილობისას გამოყენებული სიტყვის მიხედვით.
სამუშაო ენებისა და საიდეტიფიკაციო ნომრის მაჩვენებლების ჩართვა-გამორთვა. აღნიშნული ფუნქციების შერჩევა ხდება პროგრამის დიზაინისადმი მომხმარებლის მოთხოვნის კვალობაზე.
კვანტიტატურ მონაცემთა ცხრილი (b)
ეს ცხრილი შეიცავს ინფორმაციას რეპერტუარში თხრობითი ტიპების (იგივე ATU ტიპების) განაწილების სიხშირეზე.
ნული ინდექსით წარმოდგენილია ბაზაში არსებულ იმ ჩანაწერთა საერთო რაოდენობა, რომლებიც არ განეკუთვნება დასამუშავებელ ჟანრს.
ცხრილის ზედა ნაწილში მოცემულ ჩანაწერზე ATU ან კიდევ ATUs Count ორჯერ დაწკაპუნების შემთხვევაში, შესაძლებელია ცხრილში მოცემული ჩანაწერების სორტირება უმცირესიდან უდიდესის ან შებრუნებული მიმართულებით.
ცხრილში ახალი ინფორმაციის გამოძახების შემდეგ ავტომატიურად აქტიურდება ცხრილის პირველი ჩანაწერი.
კურსორის ერთჯერადი დაწკაპუნებით შესაძლებელია ცხრილის ნებისმიერი ჩანაწერის გააქტიურება.
ATU ტიპის შემადგენელ მოტივთა ცხრილი (c)
პროგრამის ეს განყოფილება წარმოადგენს ATU ტიპების შემადგენელ მოტივთა ფლექსიურ სისტემას.
სისტემის ფლექსიურობა გულისხმობს შესაძლებლობას შევცვალოთ მოტივთა რიგი მის შემადგენელ ელემენტთა შეკვეცის, დამატების ან გადაადგილების გზით.
თითოეულ ეპიზოდს გვერდით მიწერილი აქვს იმ ტექსტების საიდენტიფიკაციო ნომრები, რომლებშიც გვხდება მოცემული მოტივი.
ეპიზოდის გვერდით მიწერილი სიხშირის მაჩვენებლების მიხედვით შეგვიძლია განვსაზღვროთ მოცემულ რეპერტუარში განსახილველი ტიპის შემადგენელ რელევანტურ ეპიზოდთა რიგი, ანუ შევადგინოთ განსახილველი სიუჟეტის ფუძე-ტიპი მოცემული რეპერტუარიასათვის.
მონაცემები საარქივო ტექსტების შესახებ (d)
ცხრილში წარმოდგენილია ტექსტის ან ტექსტების შესახებ მონაცემთა შემდეგი ნაკრები:
ID
მონაცემები მთქმელის დაბადებისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ
მთხრობელის სქესი
ექსპერტის შენიშვნები ტექსტან დაკავშირებით
ATU ინდექსი ან ინდექსტა კომბინაციები
ცხრილის შესაბამისი ველების თავზე ორმაგი დაწკაპუნებით შესაძლებელია ცხრილის მონაცემთა სორტირება უმცირესიდან უდიდესის მიმართულებით ან პირიქით.